„გირჩის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ბრიტანეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე, ისე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
bbc-ი ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ განახორციელა ვიდეოზარის გამოყენებით, ნორვერგიის ტრანსპორტის მინისტრმა, ქალაქ სტავანგერამდე მიმავალი მიწისქვეშა გვირაბის გახსნისა და ლენტის გაჭრის ცერემონია თავის ოფისში.
ესპანეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 440 ადამიანი ემხვერპლა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 22 157 შეადგინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი, მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებლები იყო.
ჩვენ, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური სპექტრი, მონდომებული ვართ, რომ, რაც შეიძლება მალე განხორციელედეს კონსტიტუციური ცვლილებები და ეს აუცილებლად მოხდება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
ირანი აშშ-ის სამხედრო გემებს გაანადგურებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენს ხომალდებს საფრთხეს შეუქმნიან, - ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
"მთავარი არხიდან" საინფორმაციო სამსახურის უფროსის შემდეგ ჟურნალისტებიც მიდიან
ბოლო დღე-ღამის მანძილზე ჩინეთში კორონავირუსის 10, ხოლო სამხრეთ კორეაში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, უკვე მეოთხე დღეა ჩინეთში ვირუსისგან არავინ დაღუპულა.
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზებით, იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.