
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა. როგორც მელიამ განაცხადა, მათი გეგმის მიხედვით, 18-წლამდე ასაკის ბავშვები 500-ლარიან, ხოლოდ 18 წელს ზევით მოქალაქეები 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
"უალტერნატივო და უპირობო გამოსავალია, რომ ამ ადამიანებს შევეხიდოთ. ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგებთან, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მიგვაჩნია სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ - 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ და ყველა ბავშვს - 500 ლარი. ხელისუფლება მოქალაქეების დახმარების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. ერთადერთი, რაც მილიარდერის ხელისუფლებამ გააკეთა, არის მშრალი დაპირების გაცემა, რომელიც 2 მილიონ 700 ათასს ადამიანს არ შეეხო”, - განაცხადა მელიამ.