ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილი, რომელიც ოჯახს ჩამოართვეს, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა და მის გაშვილებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

Image

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი, რომელიც ოჯახს ჩამოართვეს, ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალური მუშაკების შეფასებით, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე.

 

“სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა სამედიცინო დაწესებულებასა და სააგენტოს შორის, შეფასებული იქნა რისკები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მოხდა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა. ოჯახი ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში. შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს. ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში და სააგენტო გაძლიერებულ მონიტორინგს აწარმოებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვანის მდგომარეობაზე. ახალშობილი ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს, თუმცა ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. როგორც ადგილზე მისულმა ახალშობილის დედამ, განაცხადა, მისი შვილი დღენაკლული დაიბადა და აღნიშნულ საავადმყოფოში 3 თვე უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, როდესაც ახალშობილის წამოსაყვანად მივიდა, სოციალურმა მუშაკმა უთხრა, რომ შვილი ჩამოართვეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !