ოთარ კახიძე - ე.წ. კომენდანტის საათისა და ზოგიერთი შეზღუდვის ძალაში დატოვება დანაშაულებრივია იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა დღითი დღე უკან მიდის

Image

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის დატოვება არის დანაშაულებრივი ქმედება. კახიძე ე.წ კომენდატის საათს, ავტომობილებით სამზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვასა და ასევე, ტანსაცმელ-ფეხსაცმლის მაღაზიებზე შეზღუდვას გაუაზრებელს უწოდებს. კახიძის თქმით, ხელისუფლება არ ხსნის, თუ რატომ რჩება აღნიშნული შეზღუდვები ძალაში.

 

„ეს არის მთავრობის ყოვლად იდიოტური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ტოვებენ სრულიად გაუაზრებელ შეზღუდვებს და არც ხსნიან, რატომ რჩება კომენდატის საათი, რატომ რჩება მანქანებით გადაადგილების აკრძალვა, რატომ რჩება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების აკრძალვა. ეს რას ემსახურება, გარდა იმისა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, კიდევ უფრო ძირავენ?! თან ეს ხდება იმის ფონზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრი არ მიუღიათ სახელმწიფოსგან. საკუთარ საპენსიო დანაზოგსაც კი არ უბრუნებენ. დასაქმებულ მოქალაქეებს თავიანთ ფულს, რაც იძულებულით შეანახინეს საპენსიო ფონდში, იმასაც არ აძლევენ. უმუშევართა შემწეობაზე ხელფასის დანაკლისს არ უნაზღაურებენ რაიმე ფორმით, მაგალითად ბრიტანეთში 80% მისცეს ხელფასის. „ევროპული საქართველო“ ითხოვდა, რომ ჩვენს შემთხვევაში 50% მაინც მიიღოს უმუშევრად დარჩენილმა, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს“, - აცხადებს კახიძე.

მისი თქმით, ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარება მასხრად აგდებაა.

„ესენი თვიდან თვემდე 200 ლარიან დახმარებას სთავაზობენ, რაც არის დაცინვა და მასხრად აგდება. ამავე დროს, თვითდასაქმებულებს ეუბნებიან, რომ თუ არ დაგვიდასტურებთ, რომ მუშაობდით, ისე დახმარებას ვერ მიიღებთო. შეიძლება ვინმე არც იყო რეგისტრირებული, ძიძად მუშაობდა, ბავშვებს ამზადებდა - ამ ადამინებმა როგორ დაადასტურონ ან პრობლემები შეუქმნან მერე ბიზნესს, რომელიც მათ მერე ასაქმებდა? ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება. ამ შეზღუდვების დატოვება არის დანაშაულებრივი იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა დღითი დღე უკან მიდის და ბოლოს რა თქმა უნდა, ისინი თავიანთი ქმედებებით საერთაშორისო ასპარეზზეც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მოგეხსენებათ, ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენლემა, „ევრონესტის“ თანათავმჯდომარემ განაცხადა, რომ გარკვეული ბმა არსებობს 500 მილიონ ევროს დახმარებასა და ხელისუფლების მიერ ვალდებულებების შესრულებასთან და ამიტომ, ამ მხრივაც აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !