-
2020-05-15 10:44
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს დღეს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ბოლნისიდან და კარანტინის სივრციდან 6 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან 3 მცირეწლოვანია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. "ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 56. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 10. 6 ახალი პაციენტი გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. მათგან 5 არის ბოლნისის კლასტერი, ერთი კი კარანტინიდან გადმოიყვანეს. 3 მცირეწლოვანია და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც საშუალო სიმძიმის. 2 მოზრდილი გამოჯანმრთელდა,"- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26