ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ სიღნაღის საარჩევნო ოლქის კომისიის იმ წევრთა ვინაობა, რომლებიც დღეს უნდა აირჩიონ, მათთვის წინასწარ უკვე ცნობილია. ენმ მათ გავარებსაც ასახელებს.
ზუგდიდში შსს-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი ზ.ს. დააკავა - ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, ელისო კილაძის გავრცელებული ცნობა "აფხაზეთის ხმას" ზუგდიდში დაუდასტურეს.
"ფეისბუქზე" ქართველი სპორტის მოყვარულების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველ ნიჩბოსანს, რიოს ოლიმპიადის მონაწილესა და ფინალში მეხუთე ადგილზე გასულ ზაზა ნადირაძეს ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობები და აღჭურვილობა არ ჰქონდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ინტერვიუში, რაზე დაყრდნობითაც ინფორმაცია გავრცელდა, ზაზა ნადირაძე 2013-14 წლებს იხსენებდა.
თურქეთში, ქილერმა ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ როვშან ჯანიევს, იგივე "როვშან ლენქორანსკის" ავტომატიდან ესროლა და მოკლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ვრცელდება ასევე ვიდეო და ფოტომასალა თავდასხმის ადგილიდან.
პაატა ბურჭულაძის პარტიისა და "ახალ არჩევანს" შორის შესაძლო გაერთიანებას საარჩევნო ბლოკი "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანისა" და ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აფასებს და ამბობს, რომ ეს არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული ხედვების გარშემო გაერთიანებაა.
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პროკურატურაში დღეს მისი დაბარება ე.წ. ციხის კადრების "წარმომავლობის დადგენის მიზნით" წინასაარჩევნოდ "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ მიმართული პროცესის ნაწილი იყოს, რომლის მიზანი გაზეთის დახურვაა.
მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის დადგენილებით, იმ პირებს შორის, ვინც სოციალური დახმარება უნდა მიიღონ, მცხეთის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებიც არიან.
"პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ბედუკაძე ამბობს, რომ არაა გამორიცხული, ვალერი კვარაცხელიას პარტია "ნეიტრალური საქართველოს" სიაში აღმოჩნდეს. ვალერი კვარაცხელია "ცენტრისტების" ერთერთი დამფუძნებეოლიც იყო.
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატთა შორისაა ბიზნესმენი ბექა ოდიშარიაც, რომელიც 2012 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა შორის იყო. ის კრწანისის მე-7 ოლქში იყრის კენჭს.
ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" საარჩევნო რეგისტრაცია ბათილადაა ცნობილი. ანტისახელმწიფოებრივი წინასაარჩევნო კამპანიის გამო ბლოკის რეგისტრაციის გაუქმებას საზოგადოების დიდი ნაწილი და ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ითხოვდნენ. ამასთან, ცნობილი გახდა ასევე, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, ვლადიმირ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.