
საპარლამენტო თანამდებობები ქართულმა ოცნებამ უკვე გადაანაწილა. როგორც მოსალოდნელი იყო , პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. მის პირველ მოადგილედ თამარ ჩუგოშვილი დასახელდა , ვიცე სპიკერები იქნებიან ასევე გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური.
აჭარიდან პარლამენტის თავმჯდომარეს მოადგილეობას ილია ნაკაშიძე გაუწევს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება. მისი განცხადებით , საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში მინიმუმ ორი ფრაქცია ეყოლება, ქართულ ოცნებას თავმჯდომარეობას მამუკა მდინარაძე გაუწევს.
ცნობილია საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები - აგრარულ საკითხთა კომიტეტს ოთარ დანელია უხელმძღვანელებს. განათლების , მეცინიერებისა და კულტურის კომიტეტს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე - მარიამ ჯაში. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა განიხილება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ზვიად კვაჭანტირაძე .
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ისევ ირაკლი სესიაშვილი იქნება , გიორგი ლილუაშვილი კი რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის . ეკა ბესელია ამჯერად იურდიულ კომიტეტს ჩაიბარებს. მმართველი გუნდის ახალი წევრი სოფო ქაცარავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს. ჯანდაცვის კომიტეტს კი აკაკი ზოიძე ჩაიბარებს.
კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეები პრიორიტეტულ საკითხებზე საუბრობენ და ცვლილებებს არ გამორიცხავენ. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ დრომდე უცნობია , ვინ დაიკავებს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. მე-9 მოწვევის პარლამენტი თავმჯდომარეს, ვიცესპიკერებსა და კომიტეტების ხელმძღვანელებს პირველ სხდომაზე,19 ნოემბერს დაამტკიცებს. მათ პოსტებზე დასანიშნად, მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.