
ლარი 7 ნოემბრის სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 1.4 მეათედი თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 43 თეთრია. ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.7 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსით ერთი ევრო 2.71 მეათედი ლარი შეადგინა.
ფინანსთა მინისტრმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მაკრო ეკონომიკური ფაქტორები გაუმჯობესებულია, რის გამოც მთავრობა ლარის შემდგომ გაუფასურებას არ ელოდება.