რატომ არ მოაწერა ხელი ენმ-ს პოლიტსაბჭოს განცხადებას მერაბიშვილმა და რა მისწერა მან სააკაშვილს

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებულ განცხადებასა და მასთან დაკავშირებულ კულუარულ დეტალებს აქვეყნებს ელისო კილაძე გაზეთ "ქრონიკა პლუსში" და წერს, რომ გეგმის მიხედვით, პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, უგულავასთან ერთად, ხელი ვანო მერაბიშვილსაც უნდა მოეწერა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოკა გაბაშვილის შემოთავაზება უარყო და მკვეთრად გამოხატა, რომ სხვა პოზიცია აქვს. 

 

როგორც "ქრონიკა პლუს" წერს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილმა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ცალსახად მიუთითა, რომ ენმ-ს ლიდერად სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოიაზრებს:

 

"საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინაში სააკაშვილს წერილი გაუგზავნა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, - გამარჯვება მხოლოდ შენთან ერთად დადგება, „ნაცმოძრაობის“ ლიდერი შენ ხარო, - ასეთი ყოფილა ვანო მერაბიშვილის წერილის პათოსი.

 

„ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ასევე საინტერესო ინფორმაციას უმხელს, - გიგი უგულავას წერილის  გამოქვეყნების ინიციატორი გოკა გაბაშვილი ყოფილა, მისივე ინიციატივა გახლდათ ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებიც, რომ გიგი უგულავასთან ერთად წერილისთვის „ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივანს მოეწერა ხელი, მაგრამ ამ კონსულტაციებიდან არაფერი გამოსულა, მერაბიშვილს საკუთარი მკაფიო პოზიცია უკვე გამოხატული ჰქონია გაგზავნილ წერილში და გოკა გაბაშვილის თხოვნაზე იმთავითვე უარი უთქვამს", - წერს "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი სტატიაში. 

 

ელისო კილაძე სტატიაში პოლიტსაბჭოს სხდომის სხვა კულუარულ დეტალებზეც წერს. სტატიის თანახმად, სხდომაზე პარტიის ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებზე მსჯელობა, მოულოდნელად, სოციალურ ქსელებში მხარდამჭერთა მიერ უარყოფითი და კრიტიკული სტატუსების განხილვაზე გადასულა და დღის წესრიგში ამის განცხადებაში ასახვაც დასმულა, რის წინააღმდეგაც ლევან ვარშალომიძე გამოსულა და სხდომა დაუტოვებია. მას მიჰყოლია დავით კირკიტაძეც:

 

თუ გაფართოებული ყრილობა პარტიის აქტივის მონაწილეობით ჩატარდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უკონკურენტოა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არა, მაგრამ ყრილობაზე ერთი დელეგატის ხმის უფლებით ჩართვა მიხეილ სააკაშვილსაც უთხოვია. რას გამოიწვევს სააკაშვილის ჩართვა, ძნელი წარმოასადგენი არ უნდა იყოს. სწორედ ამ სირთულეებისა და წინააღმდეგობების გავალისწინებით პარტიის ყრილობის საკითხი ძირეულად აღარ განხილულა და სრულიად მოულოდნელად პარტიის მხარდამჭერების მხრიდან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების განხილვა დაწყებულა.

 

ამ მომენტში პოლიტსაბჭოს სხდომა დაუტოვებია ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც უთქვამს, რომ დისკუსიაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა, არ მიიჩნევდა საჭიროდ, რომ თუნდაც რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი პარტიის მხარდამჭერების მოსაზრებებს უნდა გამიჯვნოდა. პოლიტსაბჭოს სხდომა ასევე დაუტოვებია დათო კირკიტაძეს.

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ცალკეულ წევრებს განსაკუთრებული აგრესია თავისუფალი ზონის იმ წევრების სტატუსების გამო ჰქონიათ, რომლებიც აქტიურად იცავდნენ მიშა სააკაშვილს და ბოკერიას ჯგუფს აკრიტიკებდნენ, წინადადებაც კი დაუყენებიათ, ამ ეტაპზე მხოლოდ გაკიცხვით შემოფარგლულიყვნენ, თუ პარტიიდანაც გაერიცხათ განსხვავებული აზრის მხარდამჭერები. საბოლოოდ, სიტუაციის გამწვავებას მორიდებიან და ისევ განცხადების ტექსტზე შეთანხმებულან, რომელიც გოკა გაბაშვილს შეუდგენია და რომელიც თავისი პათოსით ძალიან ჰგავს კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს დადგენილებას.

 

დუღილის პროცესი პარტიაში ამით არ დასრულებულა - საბოლოოდ, ენმ-მ რაიონული ოფისების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ელენე ხოშტარია არ დასთანხმებია, რომელსაც უთქვამს, რომ ვაკეში მისი ოფისის ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრებს თავად მოიზიდავს და ადგილობრივი არჩევნების წინ საკუთარ ამომრჩეველს არ დაემალება.

 

სხვა პარტიული ოფისები უსახსრობის მოტივით იხურება, მაგრამ აქტიური მუშაობა ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა სწორედ ბოკერიას დაჯგუფებამ მოიპოვოს. ენმ-ს რაიონულ ორგანიზაციებთან მუშაობა და თავმჯდომარეების გადაბირება კი სწორედ ნიკა მელიას დაევალა", - აღნიშნულია სტატიაში. 

 

მთავარი ფოტო: Reuters

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !