
აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიოს რამდენიმე დიდ ზოოპარკში შოუს საბაბად გამოიყენეს და პარკების ბინადრებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი აარჩევინეს.
მაგალითად, კრასნოიარსკის ფლორისა და ფაუნის პარკში ამურის ძუ ვეფხვს, იუნონასა და თეთრ დათვს წინ ხორცითა და თევზით გატენილი გოგრები დაუდეს, რომლებზეც პრეზიდენტობის კანდიდატთა პორტრეტები იყო დატანილი. როგორც პარკის პრესსამსახურში განაცხადეს, იუნონამ თავდაპირველად "ქალური სოლიდარობა" გამოიჩინა და უცებ აირჩია კვახი, რომელზეც ჰილარი კლინტონის ფოტო იყო დატანილი, თუმცა, საბოლოოდ მაინც ხვად მეწყვილესთან გაიარა "კონსულტაცია" და ისე აირჩია პრეზიდენტობის ქალი-კანდიდატი.
თეთრმა დათვმა ფელიქსმა ცოტა ხანს იყოყმანა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ხმა მაინც ტრამპისთვის "მიეცა" და მისი პორტრეტით გაფორმებული კვახი აირჩია.
შანხაის ზოოპარკში კი მაიმუნმა გედამ დიდხანს იფიქრა და ბოლოს მაინც ტრამპის ფიგურისკენ გაეშურა, რომელიც კოცნით დააჯილდოვა.