საქართველოს მესამე პრეზიდენტმა (2004-2013), ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
"ოდესა მხოლოდ მას შემდეგ განვითარდება, რაც უკრაინა გათავისუფლდება კორუფციონერებისგან, რომლებიც მფარველობენ ბანდიტიზმს, მათ შორის, ოდესის ოლქში, ამიტომ მე ვტოვებ თანამდებობას და ვიწყებ ბრძოლის ახალ ეტაპს. მე არ ჩამოვუშვებ ხელებს, ნურავის ექნება ამის იმედი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ლაივში ტრანსლირებულ ბრიფინგზე.