პირი, რომელიც, საგანელიძის თქმით, რუსეთს წარმოადგენდა, აფხაზეთიდან რეპატრიანტია

სონერ გოგუა, რომელთან ერთადაც საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობს და საერთო ფოტოებიც აქვს გადაღებული, და რომელზეც მან განაცხადა, რომ ის არა დე ფაქტო აფხაზეთს, არამედ რუსეთს წარმოადგენდა, აფხაზეთიდან რეპატრიანტია, 1992 წლამდე თურქეთში ცხოვრობდა და, როგორც ერთერთ ინტერვიუში 2014 წელს ამბობდა, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ არც აფხაზური იცოდა და არც რუსული.

>>>

საგანელიძის განმარტებები-ვინ არის სონერ გოგუა?

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მედია საშუალებებით გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართული ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაღებულ ფოტოს ეხება და სადაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად თითქოსდა ასახულია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრი ფორუმში.

>>>

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი მოხსნეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში საკადრო გადაადგილებებნი დაიწყეს.

>>>

დავით საგანელიძე ჩინეთში გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც აფხაზეთი ცალკე ქვეყნად იყო წარმოდგენილი

ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, ორგანიზატორების ეგიდით გამართულ შეხვედრებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირთან სენერ გოგუასთან ერთად მონაწილეობდა და საერთო ფოტოებიც გადაიღო. ინფორმაციას Грузия Online ავრცელებს.

>>>

ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხებოდა - თავდავის სამინისტრო უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

ქართველი მებრძოლი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით, მოხალისედ იყო წასული - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით აცხადებენ.

>>>

NDI:35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს

"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.

>>>

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი სამხედროს შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს

უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ფოტოს და მასზე მონაცემებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს, რომელიც დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს და წერს, რომ დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან დაიღუპა.

>>>

63 %-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია 

 
საქართველოს მოსახლეობის 63 % მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია.

>>>

ჩემი მოგზაურობა ქართულმა ტურისტულმა სააგენტომ უზრუნველყო-ლუჟკოვი ხელისუფლებას უგუნურს უწოდებს

ლუჟკოვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მისი სპეციალურ სიაში ჩასმის შესახებ, უგუნურსა და გაუგებარს უწოდებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს:

>>>

არჩევნებში მონაწილეობაზე არასდროს გამიკეთებია განცხადება...მაინც საუბრობენ...ეს მომწონს-პრეზიდნეტის პასუხი მმართველ გუნდს

საქართველოს პრეზიდენტი ეკა ბესელიასა და მთავრობის წევრების კრიტიკას პასუხობს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?