
,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ნიკა მელია და ლევან ბეჟაშვილი კახეთის რეგიონში,სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
სტიქიისგან დაზარალებული 4 სოფლის მოსალეობა დახმარებას ითხოვს, ისინი ხელისუფლების უყურადღებობას უჩივიან.
"დაზარალებული მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგონარეობაშია, აბსოლუტურად განადგურებულია ვენახები, ბაღები. ხელისულების რეაგირებას დაველოდებით 1 კვირა, თუ ამ ადამიანების ზარალი არ ანაზღაურდება, მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვა ზომებს მივმართავთ" - განაცხადა ნიკა მელიამ.