
"სოსო ოხანაშვილი დღეს გერმანიიდან მითვლის გაჩუმდესო"- აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.
ქარჩავა "ციანიდის საქმეს" დიდი გეგმის პატარა ნაწილს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ხერხი კათოლიკოს პატრიარქის მოცილების.
"ღვთის დაშვებით ვერ განხორციელდა და აფეთქდა სიტუაცია. რომ ამბობს სხვას აუფეთქდაო, თვითონ აუფეთქდათ სიტუაცია. და ამ ჯგუფში აქტიურად ერთ-ერთი მხარდამჭერი არის სოსო ოხანაშვილი" განაცხადა ქარჩავამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.