-
2017-05-29 10:45
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციას უნდა ეყაროს კენჭი.როგორც ცნობილია, დეკლარაციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის.
დეკლარაციაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43