
სახალხო დამცველი უკმაყოფილოა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა ხუთკაციან შემადგენლობით.ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ კომისიის მიერ შერჩეული ზემოაღნიშნული კანდიდატები სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააგდოს. უჩა ნანუაშვილს შემადგენლობასთან კითხვის ნიშნები აქვს.
„პირველ ორ კანდიდატთან დაკავშირებით, მე არანაირი კითხვის ნიშანი არ გამაჩნია, თუმცა დანარჩენი კანდიდატების მიმართ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები. ასევე, კითხვის ნიშნები მაქვს კომისიის რამდენიმე წევრის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მაღალი კომპეტენციის კადრი სიის მიღმა დარჩა. არ გამოვრიცხავ, სტრასბურგში სესია კიდევ ერთხელ ჩაიშალოს და ჩასვლა მომიწიოს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.