
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მიხეილ ჩინჩალაძე დაამატკიცა.
მიხეილ ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ერთადერთი კანდიდატი იყო.
თავმჯდომარის პოსტზე ჩინჩალაძემ ვალერიან ცერცვაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება გადადგომის თაობაზე ცნობად მიიღო.