
მეუფე პეტრეს სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა- ეს განცხადება, საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გააკეთა. ქარჩავა ამბობს, რომ მეუფე პეტრე ცაავა მუდმივად ცდილობს მის თანამზრახველებთან ერთად, პატრიარქს კონკრეტულ საკითხებში შეეწინააღმდეგოს.
"ვასახელებ მეუფე პეტრეს, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე“, - განაცხადა ქარჩავამ.