მოსკოვის "დინამოს" გულშემატკივრებმა, იმის გარდა, რომ წინასწარი შეთანხმება დაარღვიეს და "დინამო არენაზე" იმპერიალისტური დროშები ააფრიალეს, სტადიონის პერსონალურ სკამებზე ქართველთა შეურაცხმყოფელი სტიკერებიც დატოვეს.
ბორჯომის ცენტრში ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსისათვის ბრალის მოხსნას აპროტესტებენ.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ოსი სეპარატისტები ცხინვალის რეგიონში "მეზობელი საქართველოდან" ავტოსატრანსპორტო საშუალებებს აღარ შეუშვებენ.
სამხედროების წამების საქმეზე ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს დღეს დაკითხავენ.
იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი დაკავებულია. ის დანაშაულის ჩდენიდან რამოდენიმე საათში აიყვანეს. მკვლელობა საბურთალოზე ღამით მოხდა.
რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ადგილი არ ექნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსთავის მე-5 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა 150-მა პატიმარმა უარი თქვა პურის მიღებაზე და შიმშილობა გამოაცხადა.
"გადავწყვიტე პოლიტიკიდან წავიდე, საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებიდან ძალიან მალე. ამიტომ არ ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე, თუმცა, სხვა მიზეზიც არსებობს – კონსტიტუციით, პრემიერის პოსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – პრეზიდენტის".
გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. საზღვრის 12 ე.წ. დამრღვევი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 12 დაკავებულიდან ორი საქართველოს მოქალაქეა.
სოფელ დიცში ФСБ-ს სპეცდანაყოფის მობილიზებას რუსი ოკუპანტების მხრიდან სხვა მასშტაბური ქმედებაც მოჰყვა: ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ახალი საგუშაგოები გაიხსნა და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა.