კვირიკაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი არ შევაჩეროთ

Image

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ყველა საშუალებით ცდილობენ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება არ მოხდეს.

 

„ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან მიმართებაში უკეთესი გადაწყვეტილება მივიღოთ“, ამბობს კვირიკაშვილი და განმარტავს, რომ რადგან დღეს „საქართველოს რკინიგზის" ბონდებით საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობენ,  უარყოფითი გადაწყვეტილებებ კომპანიის კორპორატიული ვალდებულებების ფასზე უარყოფითად აისახება.

„საქართველოს რკინიგზამ" მოიწვია გერმანული საექსპერტო კომპანია, რომელმაც დადო დასკვნა, რომ წლის განმავლობაში 18 გრადუსიან დახრაზე ერთი ლოკომოტივით სიარული არ შეიძლება და საჭიროა 2 ლოკომოტივი. ეს სერიოზულად ზრდის რკინიგზის დანახარჯებს და ყველაზე ცუდი რაც არის - ამცირებს მოძრაობის სიჩქარეს. ანუ გამტარუნარიანობაზე ძალიან უარყოფითად მომედებს. პირდაპირ გეტყვით, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გაგრძელდეს და არა მარტო ჩემი. ეკონომიკურ გუნდს გვქონდა რამოდენიმეჯერ მსჯელობა და ვეძებთ იმ ტექნიკურ გადაწყვეტებს, რომლის შემთხვევაშიც ეს პროექტები იქნება გაგრძელებული"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი"- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ „თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის" განხორციელებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადატანით სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აღარ გადაკვეთენ თბილისის ცენტრალურ ნაწილს. 

ქალაქის მერია ფიქრობს, რომ პროექტს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ქალაქისთვის, მათ შორის მომავალში გარემოსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ეკონომიკური გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ინფრასტრუქტურის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული მიწის კომერციული განვითარების შედეგად.

პროექტი მთლიანობაში მოიცავს 30 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და არსებული 10 კილომეტრიანი ხაზის რეკონსტრუქციას.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !