
61 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში. სამხედრო ჰოსპიტალს ერთჯერადი ჩივილებით ჯარისკაცებმა გუშინ ღამით მიმართეს.
შპს „ქართული კვების კომპანიამ“ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტზე სამხედრო პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება.
პირველადი მონაცემებით, ჯარისკაცებს მსუბუქი დიარეა დაუდგინდათ.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწამვლის მძიმე ფორმა არცერთ სამხედრო მოსამსახურეს არ გამოუვლინდა და რომ ყველა დაუბრუნდა დისლოკაციის ადგილს, ხოლო მზარეული შპს „ქართული კვების კომპანიიდან“ უკვე დაითხოვეს.