-
2013-11-12 21:27
სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულებაში 60–მდე ფარული ვიდეოკამერაა დამონტაჟებული.
ადმინისტრაცია პატიმრების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უკანონოდ იღებს, იყო შემთხვევა, როცა მსგავსი ფარული ვიდეომასალა სოციალურ ქსელში განთავსდა, –ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ.
,,იყო შემთხვევები, როცა მათი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრები გადიოდა გარეთ. ეს უქმნიდა მათ ერთგავრ უხერხულობას, ადამიანებია რიანდ ა არ უნდოდათ ასე ყოფილიყო, აღნიშნულთან დაკავშირებით მოვამზადე რეკომენდაცია, გავაგზავნე ბატონ უჩასთან. შემდეგ დამიკავშირდა სახალხო დამცველის მდივანი და მითხრა, რომ ბატონი უჩა არ ეთანხმება ამ რეკომენდაციასო. კამერები დამაგრებული იყო საკნებში, რიგ შემთხვევაში შესასვლელში, დახურული საპირფარეშოს კუთხეში ან კარების მოპირდაპირე მხარეს,“– აცხადებს სასახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი ამირან ნიკოლაიშვილი.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ციხის ადმინისტრაციაში პატიმრებთან მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტსაც ადევნებენ თვალს და აუდიოჩანაწერებსაც აკეთებენ, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
,,ბაჩანა ახალაის კადრები რა მომენტსაც ემთხვევა, მაშინ სახალხო დამცველის რწმუნებულებიც იყვნენ შესული მოსანახულებლად, არსებობს ეჭვი,რომ მათი აუდიო ჩაწერაც ხდებოდა. რაც აბსოლუტურად უკანონოა. თუ დეპარტამენტსი ჰქონდათ პატიმრის თანხომბა, ჩვენი თანამშრომლების ჩაწერა მაინც უკანონი იქნებოდა, რადგან ეს კანონით აკრძალულია,“ – აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი ნათია იმნაძე.
სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კამერები დამონტაჟებულია პატიმრებთან შეთანხმებით და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.
,,თავის დროზე იქ იყო დამონტაჟებული კამერები და ჩვენ მოვაწესრიგეთ სამარტლებრივად საკითხი, კანონის სრული დაცვით, ჩვენ დავაყენეთ ვიდეო კამერები, რადგან აქ არიან პატიმრები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას ეს მათთვის ცნობილია, ადრე მათთვის ეს იყო უცნობი,“– აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.