მედიის თავისუფლების მაჩვენებელი საქართველოში გაუარესებულია

Image

მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა - ასეთია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ჩატარებული კვლევის მეორე ეტაპის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც 12 ნოემბერს გაიმართა.

კვლევის მიხედვით, მოლდოვა პირველ ადგილზეა და იგი 6 ქულით უსწრებს საქართველოს მაჩვენებელს. ყველაზე პრობლემური მაჩვენებელი ბელორუსიაშია, მისი ინდექსი თითქმის სამჯერ ჩამორჩება საქართველოს და მოლოდვას მაჩვენებელს.

კვლევა „ინტერნიუს უკრაინის“  პროექტის  („მედიის თავისუფლების მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) მიხედვით ჩატარდა და ექვს ქვეყანაში მედიის ბოლო სამი თვის (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) მდგომარეობას ასახავს. კვლევაში - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია მონაწილეობენ. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მედია ქვეჯგუფის ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოში პროექტის  პარტნიორი ასოციაცია „მწვანე ტალღაა“. ასოციაციის წარმოამდგენელი, მაკა ჯახუა ჟურნალისტებს საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსის  გაუარესების მიზეზებზე ესაუბრა.

მისი თქმით, კვლევის საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმიდინარე მოვლენებმა, კერძოდ - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 2 პოლიტიკური ტოქშოუს დახურვამ.

კვლევის მეთოდოლოგია  პროექტის ორგანიზტორებმა შეიმუშავეს. მონაწილე  ქვეყნებისათვის შედგენილია საერთო კითხვარი, რომელსაც  თითოეული ქვეყნიდან  10-10 ექსპერტი ავსებს. მათ შორის არიან მედიამენეჯერები, ჟურნალისტები, მედიამკვლევრები და მედიის საქმიანობის დამკვირვებელი ორგანიზაციები. კითხვები ეხება მედია კანონმდებლობას, ბიზნესს, ჟურნალისტებზე ზეწოლას და სხვა ფაქტებს. ექსპერტებმა თითოეულ კითხვაზე პასუხი 0-დან 3-მდე ქულით უნდა შეაფასონ. ამის შემდეგაც ხდება ინდექსის გამოთვლა. მედიის თავისუფლების ინდექსი გამოითვლება ყოველ 3 თვეში ერთხელ.

ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული წინა კვლევის მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო ლიდერი იყო. პრობლემურ ქვეყნად კი, მაშინაც ბელორუსია დასახელდა. 

წყარო: media.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !