ექსპერტი გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, გიორგი მარგველაშვილის ოჯახურ მდგომარეობას ეხმაურება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ იგი ვერავითარ პრობლემას ვერ ხედვას იმაში, რომ მარგველაშვილს ოფიციალურად არ აქვს ურთიერთობა გაფორმებული მის პარტნიორთან:
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე, facebook-ის მეგობრებსა და გვერდის მომხმარებლებს მიმართავს:
საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნაჩვენები შედეგი მისთვისაც სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო:
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და პრეზიდენტის რწმუნებული გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თენგიზ გუნავა თანამდებობას ტოვებენ.
რადიო "თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტმა რუსულ ენაზე დასვა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პასუხის გაცემა რუსულ ენაზე დაიწყო,
რუსი ექსპერტები თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიას ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, ხოლო მმართველი კოალიცია გახლეჩვის საფრთხის ქვეშ დგას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით", - უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში ხელისუფლებას წარმატება უსურვა.
"ვფიქრობ, საერთო სურათი ნათელია და მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ამ პროცესის მონაწილეს, ყველა კანდიდატსა და ამომრჩეველს.მიუხედავად ერთწლიანი პოლიტიკური რეპრესიებისა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, აქტივისტების დაშინებისა და დევნისა ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის დაინტერესებული სტაბილურობაში და მშვიდობაში, ამიტომ როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოზიცია დაინტერესებულები ვართ ამაში.
ვულოცავთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ, როგორც ცივილიზებული ოპოზიცია ღირებულებებისთვის ბრძოლას ცივილური მეთოდებით.
"ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად პრემიერის განცხადებისა, რომელმაც მიიღო 20 პროცენტზე მეტი წინასწარი შედეგებით, ამ მხარდაჭერაზე დაყრდნობით გავაგრძელებთ ყველა იმ საკითხის დაცვას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რა ღირებულებებზეც ჩვენ ვდგავართ და ეს ბრძოლა გაგრძელდება, ისე რაც შეეფერება ცივილურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით.
ჩვენ ვიბრძოლებთ ამომრჩეველთა მხარდაჭერის გაფართოებისთვის რათა, იმ გზით წავიდეს ქვეყანა, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ყველაზე სწორად", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება, ოპოზიციის განადგურებას ვერ მოახერხებს და ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა, ბოკერია აცხადებს, რომ მალე მათ რეალობასთან შეგუება მოუწევთ.
უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ახლა უკვე ხელისუფლება რეალურად გადაეცა ახალ გუნდს და ისინი დაპირებების ვერშეუსრულებლობის მიზეზად ვეღარ დაასახელებენ, იმას, რომ მათ სააკაშვილი უშლით ხელს.
"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები, ვუსურვებ წარმატებას ყველა იმ საქმეში, რომელიც ქვეყანას წაადგება", - აცხადებს ბოკერია.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელების ჩამოშვების დრო არ არის.
ავღანეთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.