
“დიდი ხანია, გიორგისთვის რჩევა არ მიმიცია. მას ეს არ სჭირდება!”, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის იორგი მარგველაშვილის დედა მზია გომელაური “ასავალ-დასავალთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.
“მისი პრეზიდენტობა ვერ წარმომედგინა და გულწრფელად გითხრათ, არ მინდოდა. მერჩივნა, ფილოსოფოსად დარჩენილიყო, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება”, - ამბობს მზია გომელაური და იმასაც იხსენებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა დუშეთში, სადაც კარკასული სახლი იყიდა, ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა:
„დუშეთში იყიდა კარკასული სახლი, სადაც ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა. არც კი ვიცოდი, თუ ასეთი ხელმარჯვე იყო. ამ ფილოსოფოს, წიგნიერ კაცს, იმის ნაცვლად, რომ დაბადების დღეზე წიგნი, კალმისტარი და რვეული ვუყიდო, "ატვიორკას", "პლოსკოგუბცს", "სვარკის" აპარატს და ამგვარ ხელსაწყოებს ვჩუქნი”, - ამბობს პრეზიდენტის დედა.