
უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, კიევში შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილები გადაისროლოს, გაცემულია სრული მზადყოფნის ბრძანება,
ამის შესახებ „ბატკივშინის“ პოლიტსაბჭოს წევრი მაქსიმ პოლიაკოვი აცხადებს.
მისი თქმით, ოდესაში სპეცრაზმის ასეულს მობილიზება უბრძანეს: „ისინი ჯერ ჩემოდნებზე სხედან. აპირებენ, რომ სამხედრო, შავი ნომრები ჩვეულებრივი, სამოქალაქო ნომრებით შეუცვალონ, რის შემდეგაც კიევში მოუყრიან თავს. ტექნიკა მობილიზებულია, საწვავი მომარაგებული. ისინი მოდიან მხოლოდ ხელჯოხებით, იარაღს კიევში დაურიგებენ“, - ამბობს პლიაკოვი.
ამასთან, პოლიაკოვი ამბობს, რომ სოფელ ნოვოე პეტროვცში უკვე დგას სპეცრაზმის შეიარაღებული დანაყოფი და მხოლოდ ბრძანებას ელოდება, რათა კიევისკენ დაიძრას:
„მე ისიც მითხრეს, რომ მებრძოლები სოლიდარობას უცხადებენ ხალხს და არ აპირებენ მათ წინააღმდეგ იარაღის აღმართვას, მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ იანუკოვჩი მზადაა ძალისმიერი მეთოდებისა და ხალხისთვის შეიარაღებული სამხედრო ნაწილების დაპირისპირებაზე წავიდეს“, - აცხადებს პოლიაკოვი.