-
2013-11-25 18:16
თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით დისკუსიას სთავაზობს.
გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნარმანიაზე, როგორც მერობის კანდიდატზე, ვერაფერს იტყვის, ამასთან, მის მინისტრობას ახასიათებს, როგორც უვარგისს:
"ის აბსოლუტურად უვარგისი მინისტრია, რადგან ყველა პროექტი შეაჩერა, ვერ გაერკვა, რისი მინისტრი იყო“, - აცხადებს გიგი უგულავა.
დედაქალაქის მერის თქმით, ნარმანიას დასახელებამ მერად ახალ შედარებას ჩაუყარა საფუძველი:
„თუ აქამდე ვამბობდით, რომ პრეზიდენტად „კალიგულას ცხენი“ ავირჩიეთ, ახლა გამოდის, რომ დედაქალაქის მერად „კალიგულას პონს“ გვთავაზობენ“, - ამბობს უგულავა.