
რუსი ოკუპანტები უკვე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამოჩნდნენ და ტრაფარეტების დამონტაჟება დაიწყეს.
მოსახლეობა შიშობს, რომ ოკუპანტები ტრაფარეტების დამონტაჟების შემდეგ, მავთულხლართების გავლებაზე გადავლენ. ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში რომ რუსმა ოკუპანტებმა ტრაფარეტების მონტაჟი ადგილობრივი მცხოვრებლების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე დაიწყეს, შსს-შიც ადასტურებენ.
ამის შესახებ ქართულმ ამხარემ უკვე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ღოღეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტებისგან, რომლებსაც ზოგჯერ, სოფლიდან მოშორებით გადაეყრებოდნენ ხოლმე საქონლის ძებნისას, ხშირად გაუგიათ - მალე თქვენამდეც მოვალთ და 20 ჰექტარ მიწას ჩამოგაჭრითო.
ადგილობრივი გოგა გელაშვილი ამბობს, რომ ტრაფარეტებზე წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესრულებული და რუსი ოკუპანტები სოფელში ისევ გამოჩენის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.