
უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალოვნები მიტინგს არ დაშლიან.
“რისთვის უნდა დავშალოთ მიტინგი, მით უმეტეს, რომ დემონსტრანტების უმრავლესობა სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა, გაიარ-გამოიარონ კიევში და ორშაბათს სამსახურებსა და ოფისებში დაბრუნდებიან”, - აცხადებს მიხეილ ჩეჩეტოვი. მისივე თქმით, მთავარია, ხალხმა მოედანი არ დაანაგვიანოს. სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ორშაბათიდან მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა დაიკლებს.