იანუკოვიჩი დუმილს არღვევს: „ზოგჯერ გარისკვა მიწევს და ჩემი ქმედება გაუგებარია...“

Image

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ იანუკოვიჩის განცხადებას ავრცელებს. ქვეყნის პირველი პირი დუმილს არღვევს და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს.

 

„უახლოეს მომავალში მე მივცემ ვრცელ ინტერვიუს ტელეარხებს და ყველა კითხვას ვუპასუხებ, ახლა კი მინდა, უბრალოდ, ხაზი გავუსვა: უკრაინაში ევროპული სტანდარტების საზოგადოების ჩამოყალიბებას ალტერნატივა არა აქვს და ჩემი პოლიტიკა ამ მიმართულებით ყოველთვის იყო და იქნება თანმიმდევრული.

 

რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ ევროპულ გზას ვადგავართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელებს სთხოვს, მოუსმინონ და დაუჯერონ და არწმუნებს მათ, რომ უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს და არაც აპირებს.

 

განცხადებაში აღნიშნულია:

 

„მე არ ვიქნებოდი მართალი, არ გამეკეთებინა ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, რათა ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები, მიიღონ ანაზღაურება, პენსია და სტიპენდიები.

 

მე მინდა, რომ ჩვენს დიდ უკრაინულ ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს. როგორც მამას არ შეუძლია, დატოვოს ოჯახი უპუროდ, მეც არ შემიძლია, ბედის ანაბარა დავტოვო ხალხი იმ პრობლემების წინაშე, რაც შესაძლოა წარმოიშვას, თუკი იმ ზეწოლის შედეგად, რასაც ჩვენ განვიცდით, გაჩერდება საწარმოები და მილიონობით ადამიანი დარჩება ქუჩაში.

 

ამიტომაც მე მიწევს, მივიღო არც ისე ადვილი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ მიწევს გარისკვა და ზოგჯერ ჩემი ქმედება გაუგებარია.

 

და სწორედ ამიტომ ვთხოვ დღეს მე ჩვენს ხალხს, ყურადღებით მომისმინოს პირადად მე.

 

მე არასდროს გადავდგამ ერთ ნაბიჯსაც კი უკრაინისა და ხალხის საზიანოდ. უკრაინელი ხალხის ნება იყო, არის და იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ჩემთვის, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. მინდა, რომ ხალხმა იცოდეს ეს.

 

ყველას ვუხდი მადლობას მაღალი სამოქალაქო შეგნების გამოვლენისთვის. სატელევიზიო ინტერვიუში მე უფრო დეტალურად მოვყვები ჩვენი საერთო ნაბიჯებისა და მოქმედებების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავდგამთ.

 

თქვენი გაგებისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს.

 

მე მჯერა - ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სიძნელეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გზაზე, რადგან არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ბრძენი, ერთ მუშტად შეკრული ხალხი ვერ გადალახავს.

 

ჩვენ არასდროს, არავის უნდა მივცეთ უფლება, ხელი შეგვიშალოს. მილიონთა ლოცვა და ოცნება ღვთის ნებას ეფუძნება“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !