იტალიაში, კოვიდინფექციის გავრცელების დღიდან, კორონავირუსისგან სულ მცირე 150 ექიმია დაღუპული, -ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი კომენტარი სადეზინფექციო საშუალებების COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ სარკაზმი იყო.
უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კენჭს 30 აპრილს უყრის. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.
ხშირად სვამს საზოგადოება კითხვებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ახალ კორონავირუსთან ერთად, აინტერესებთ, როცა ცხოვრების წესი იცვლება და ადამიანის იზოლაცია ხდება სოციალური გარემოსგან, როგორ ვიქცევით?! - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, აფხაზეთის ხმას ნევროლოგი მირანდა დემურია პასუხობს
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ხატისოფელი და მუშევანი ჩაიკეტა. აღნიშნულის შესახებ "აფხაზეთის ხმას" ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალგაზრდა ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში 2 ახალი პაციენტია და მათ სიმპტომური მკურნალობა უტარდებათ.