გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის EDYN წევრად და ელჩად აირჩიეს

Image

თბილისის საკრებულო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის EDYN-ის წევრად და ელჩად აირჩიეს. EDYN ევროპისა და აზიის 22 ქვეყნის 18-32 წლამდე 200-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს აერთიანებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

 

მათივე ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძე EDYN-ის საქმიანობაში ელჩის სტატუსით (ambassador) ჩაერთვება. როგორც თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ასეთი ორგანიზაციის წევრად და ელჩად არჩევა.

„ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის (EDYN) წევრობასთან ერთად ამ ორგანიზაციის ელჩი გავხდი საქართველოდან. ეს დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობაა. ყოველდღიურად ბევრ თანატოლს ვხვდები. ახალგაზრდებს, ორგანიზაციებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, არაერთი საერთო საჭიროება აქვთ. საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის, ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერისა და მათი ინიციატივების წახალისების კუთხით რეფორმები აქტიურად ხორციელდება.

პოლიტიკისადმი ჩვენი თაობის ნაკლები ინტერესი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 22 ქვეყნის 230-ზე მეტ წევრთან ერთად ჩვენ საერთო პროექტებში ჩავერთვებით და შევეცდებით ვუპასუხოთ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ახალგაზრდების ემიგრაცია, კონფლიქტები, პოლიტიკური პოლარიზაცია და სხვა. ერთად მუშაობით, ამ პრობლემების დაძლევის მეტი შანსი და შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დემოკრატიული ახალგაზრდული ქსელის (EDYN) წევრებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, ჩვენ ვერთიანდებით საერთო მიზნის მისაღწევად და საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. სწორედ ამ კუთხითაა EDYN-ის არსებობა მნიშვნელოვანი," - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელი (EDYN), 2018 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი ისეთი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაა, როგორებიცაა: ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა პოლიტიკაში, ახალგაზრდების ემიგრაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია.

EDYN ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !