ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამა არის შერჩევითი და ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ტოვებს დახმარების გარეშე

Image

თავრობის სოციალური დახმარების პროგრამა არის შერჩევითი და ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ტოვებს დახმარების გარეშე,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მოქალაქეს დაეხმაროს, თუმცა ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია და მოქალაქების ნაცვლად 600 მილიონით ეხმარება ბანკებს, რომლებსაც ლიკვიდურობის პრობლემა არ აქვთ.

„ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ოჯახი საზრდოობს საერთაშორისო გადმორიცხვებით, მათი ნათესავების მხრიდან და იცით, რომ გადმორიცხვები თითქმის განახევრებულია დღეისთვის. ამიტომ მთავრობამ ამ სოციალური თითქოს კეთილშობილური ინიციატივით, რომელიც აუცილებელი იყო, რა თქმა უნდა, დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი სულ ელემენტარული საარსებო მინიმუმის გარეშე. მთავრობა ვერასდროს დაითვლის, ვინ არის თვითდასაქმებული, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება იმ დაპირებული ერთჯერადი დახმარების გარეშეც. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, რომ ეს დახმარება გახდეს უნივერსალური და შეეხოს აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელიც დღეისათვის არის უმუშევარი,“- აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, „ფრონტერაში“ დასაქმებულთა მაგალითი ცხადყოფს, თუ რამდენად უსამართლოა მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების სისტემა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს როგორც მათზე, ვინც პანდემიის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამუშაო ადგილი, ასევე მათზეც, ვინც პანდემიამდე იყო უმუშევარი.

„მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც უფლებამოსილ პირს, შესულიყო კომპანიის მართვაში რამდენიმე თვით ადრე და მოეხდინა ამ ადამიანების აღდგენა სამუშაო ადგილებზე და ხელფასების გადახდა. ამის მიუხედავად მთავრობამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, გარდა ამისა, დღეს იცით, რომ დასრულდა დავა „ფრონტერასა“ და სახელმწიფოს შორის სახელმწიფოს გამარჯვებით საერთაშორისო არბიტრაჟში და ამის მიუხედავად, ამ ადამიანებს კომპენსაცია არ მიუღიათ. მათ არ აუღიათ უკვე 16 თვის ხელფასი. ამ ადამიანების ოჯახები ისევ ცხოვრობენ ხშირ შემთხვევაში ნათესავებთან, რადგან ამ ოჯახებს დღესაც კი უჭირთ კომუნალური გადასახადების გადახდა და ოჯახისთვის პირველადი საჭირობების უზრუნველყოფა.

აქედან გამომდინარე მოვუწოდებ მთავრობას, რომ შეასრულოს უკვე მისი ვალდებულება და ამ ადამიანებს მისცეს სულ მინიმუმ ის კომპენსაცია მაინც, რომელიც ეკუთვნით სამსახურ და დასაქმების ადგილდაკარგულ ადამიანებს, უმუშევრებს. სწორედ კომპანია „ფრონტერას“ დასაქმებულების მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად უსამართლო და უსუსურია მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების ახალი სისტემა, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები, რომლებმაც სამუშო დაკარგეს არა პანდემიის გამოცხადების შემდეგ, არამედ მანამდე, ისინი დარჩნენ ფინანსური დახმარების გარეშე სახელმწიფოსგან,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !