
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს 56 803 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 139 162 კი გამოჯანმრთელდა. დღეის მდგომარეობით ამერიკის შეერთებული შტატები დაინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მსოფლიო მასშტაბით კი,კორონავირუსით დაინფიცირების 3065 374 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 211 606 და გამოჯანმრთელებულია 922 389 ადამიანი.