„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა

Image

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებობს რესურსი, რომ მეტი ტესტი ჩატარდეს.

ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად უნდა გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ რაიონში რამდენი ტესტი ჩატარდა, ასევე, მონაცემები შესაბამის რისკ-ჯგუფების და მედპერსონალის ტესტირების შესახებ.

„ქვეყანა კრიზისშია, ათასობით და ათიათასობით მოქალაქე შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და უწევს სახლში ყოფნა ამ კრიზისის პირობებში და ასეთ დროს, ივანიშვილს ხელისუფლება ქვეყნისათვის დამაზიანებელ გზას ადგას. საზოგადოებაში ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად გამართლებულია მთავრობის მიერ არჩეული კურსი როგორც ეკონომიკური, ისე ჯანდაცვის მიმართულებით. ამ დროს ამ ლეგიტიმურ კითხვებს ქვეყნის მტრობას უწოდებს სახელისულებო გუნდი, იქნება ეს კახა კალაძე თუ ირაკლი კობახიძე.

„ევროპული საქართველო“ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან მოყოლებული, ითხოვს ტესტირების პროცესის დაჩქარებას, რაც საზოგადოებას რეალურ სურათს დაანახებდა, ხოლო უაზროდ მკაცრი და ხშირად აბსურდული რეგულაციების ნაცვლად, მხოლოდ აუცილებელი შეზღუდვები გახდებოდა საჭირო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება შერჩევითად იყენებს საგანგებო მდგომარეობას.

„დიდ აღშფოთებას საზოგადოებაში ისიც, რომ „ქართული ოცნება“ შერჩევითად იყენებს საგანგებო მდგომარეობას. ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები არაფრად აგდებენ გადაადგილებასთან თუ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

საქართველოსთვის ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად, კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თვითკმაყოფილების ნაცვლად, ამჯერად მაინც იზრუნოს ქვეყნის ინტერესებზე და დაუყოვნებლივ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: გაზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა; მოხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება; მნიშვნელოვნად შეამციროს საგადასახადო ტვირთი და მეტი ფული დაუტოვოს ხალხს; დაუბრუნოს მოქალაქეებს და ბიზნესს საპენსიო ფონდში დაგროვილი მათი კუთვნილი თანხა; სამართლიანად და გამჭვირვალედ მიმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახმარებლად”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?