"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსში (მან სტატუსის გამოქვეყნების ნება დაგვრთო, თუმცა, ჯერჯერობით, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა), შვილებისთვის განკუთვნილი 10 რჩევაა ჩამოყალიბებული. მსგავსი პრაქტიკა ცნობილია და მას "ათი მცნება შვილებისთვის" სახელწოდებით ვიცნობთ.
ნიცაში პრეფექტურამ დაადასტურა, რომ ბასტილიის აღების აღნიშვნის დროს ქალაქში ტერაქტი მოხდა: სწორედ ტერაქტის კლასიფიკაცია მისცეს სატვირთო ავტომანქანის შევარდნას ხალხის ტალღაში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ჟურნალისტი ბექა კოკაია "ფეისბუქზე" სტატუსით ეხმიანება ბოლო დროს გახშირებულ ოჯახურ დრამებს, რომლებიც ქმრების მხრიდან ცოლებზე ძალადობით და, უმეტესწილად, მკვლელობით ხასიათდება.
კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" ლევან ფერაძე მოსკოვში სამართალდამცველებმა დააკავეს. მას დიდი რაოდენობით ფული, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერებაც აღმოუჩინეს.
“ოცნების” ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას” - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ახალი სახეების წარდგენას.
14-დან 17 ივლისის ჩათვლით თბილისი მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტვ "აფხაზეთის ხმა" ჩემპიონატის საინფორმაციო მხარდამჭერია, ამასთან, სპორტული შეჯიბრებები ლაივში გადაიცემა სწორედ "აფხაზეთის ხმის" ეთერში და ასევე, "აფხაზეთის ხმის" ტექნიკური უზრუნველყოფით, "ევროსპორტზე".
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 13 ივლისს პარტიის ახალ სახეებს საგურამოში წარადგენს, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომელი მინისტრები იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის.
საგურამოში "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენამდე "2030ნიუსი" იმ ახალ სახეთაგან რამდენიმეს ასახელებს, რომლებსაც დღეს პრემიერმინისტრი საზგადოებას გააცნობს, როგორც პარტიის რჩეულებს.
ფონიჭალაში მომხდარი სისხლიანი ოჯახური დრამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. ინფორმაციიის თანახმად, ქმარმა 20 წლის ცოლს ყელში დანა რამდენჯერმე გამოუსვა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა, სინამდვილეს არ შეეფერება, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. პროკურატურის განცხადებით, გუკა რჩეულიშვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს დააკავეს.