-
2016-08-13 23:56
საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ შსს-მ გადაამოწმა სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია შიდა ქართლიდან თითქოსდა მცირეწლოვანი ბავშვების გატაცების შესახებ და არცერთი ფაქტი არ დასტურდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს. შსს-ში ამ დრომდე მსგავსი შინაარსის არც ერთი შეტყობინება არ შესულა მოზარდების გატაცების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.