რეინჯერი ცინდელიანი, შესაძლოა, 2008 წელს არ მოუკლავთ - ელისო კილაძე სკანდალს აანონსებს

Image

ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გაზეთის მომდევნო ნომერში (სამშაბათს) სკანდალურ მასალას აანონსებს, რომელიც, მისი თქმით, თავდაყირა დააყენებს გაუჩინარებული დავით ცინდელიანის საქმის გამოძიების ვერსიას. ელისო კილაძე წერს, რომ ორი კონკრეტული პირი იცის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაუჩინარებული ცინდელიანი მათ უკავშირდებოდა.

 

"სამშაბათს"ქრონიკა+"-ში მასალა დაიბეჭდება ,რომელიც დავით ცინდელიანის საქმეზე გამოძიების ვერსიას თავდაყირა დააყენებს!", - წერს ჟურნალისტი. 

 

შეგახსენებთ, სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის,  დათო ცინდელიანის გაუჩინარების საქმე პროკურატურამ გახსნილად ორი წლის წინ გამოაცხადა და მისი განზრახ მკვლელობის და წამების მუხლებით,  აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს, რომან შამათავას ბრალი დაუმძიმა. შამათავა გახსნილად საქმის გამოცხადების დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

გამოძიების ოფიციალური ვერსია ასეთია:

 

"2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ,,მერსედესისა" და ,,ოპელის" მარკის ავტომანქანებით, ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასთან დახვდნენ ,,ნივის" მარკის ავტომანქანას, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად ისხდნენ დათო ცინდელიანი და მამამისი - ზაურ ცინდელიანი. დათო ცინდელიანი გადასვეს ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანაში, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით" ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით წაიყვანეს თბილისის მიმართულებით.

 

მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად ქალაქ თბილისისა ჩაიყვანეს ქალაქ ბათუმში და გადასცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას.

 

რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.

 

რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაც შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე.

 

რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო."

 

ცინდელიანის გაუჩინარებიდან ზუსტად რვა წლის თავზე ელისო კილაძისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობს ორი პირი, რომელთა მტკიცებით, 2008 წლის 16 აგვისტოს შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ოფიციალური ვ ერსიით, ცინდელიანი მოკლული უნდა იყოს, ის მათ უკავშირდებოდა, თუმცა, მოწმეები გამოძიებას არც დაუკითხავს:

 

"ორი კონკრეტული პირი ამტკიცებს რომ გაუჩინარებული ცინდელიანი მათ უკავშირდებოდა. გამოძიებას ისინი დაკითხული არ ყავს. რატომ ?იქნებ გასაღები ამათ ჩვენებაში იყო ? იქნებ ცოცხალია და ტყვედაა, იქნებ სხვა რამეა და არა მკვლელობა ?!", - კითხულობს ელისო კილაძე და წერს:

 

"მათი ვინაობა სამშაბათს გასაჯაროვდება, მერე კი ყველამ ერთად ვეძებოთ!".

 

აღსანიშნავია, რომ ელისო კილაძის მიერ ამ სკანდალის დაანონსების შემდეგ "ფეისბუქზე" რამდენიმე კომენტარი დაიწერა, მათ შორის, დავით ცინდელიანის მეგობრის, რომელიც ხაზს უსვამს, რომ დავით ცინდელიანი ცნობებს ემზარ კვიციანს აწვდიდა, რომელიც იმ დროს სოხუმს აფარებდა თავს და არ იცოდა, "თუ კვიციანს გვერდით ოკუპანტი გენერალი ეჯდა". ცინდელიანის მეგობარი წერს, რომ "დათოს ემზარი იყენებდა":

 

"დათო ფიქრობდა, უბრალოდ აინტერესებდა ემზარის როგორც სოხუმში გაქცეულს ეს ამბები ...არა და ოკუპანტებთან სამშობლოს ღალატობდა...ყველა დეტალი დაიდება რაც აქამდე უცნობი იყო... დათო არ იყო მოღალატე ...", - წერს ცინდელიანის მეგობარი. 

 

შეგახსენებთ ასევე, რომ დავით ცინდელიანის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ ცინდელიანის ოჯახის წევრები. ისინი მომხდარში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაჟორიტარ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - თენგიზ გუნავასაც ადანაშაულებდნენ (თენგიზ გუნავა ცინდელიანის გაუჩინარების დროს სამხარეო პოლიციის უფროსი იყო) და რამდენჯერმე აქცია ზუგდიდში, ენმ-ს ოფისთანაც მოაწყვეს. თავად თენგიზ გუნავა რამდენჯერმე პირადად შეხვდა დავით ცინდელიანის ოჯახის წევრებს. 

 

როგორც ცინდელიანის დედა აცხადებს, მისი შვილის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც კუდ-ის თანამშრომლებს ზემო კოდორის დაკარგვის გამო უსაყვედურა და უთხრა, რომ ისინი ამ ბრძოლიდან თოფის გაუსროლელად, მოსახლეობაზე ადრე გამოიქცნენ.

 

ოჯახის წევრების თქმით, ამ შელაპარაკების შემდეგ ცინდელიანი ქუთაისში სატყეო დეპარტამენტში თათბირზე დაიბარეს, თუმცა, გზაში ცინდელიანსა და მის მამას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები შეხვდნენ და დავით ცინდელიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

 

მთავარ ფოტოზე: დავით ცინდელიანი

შიდა ფოტოზე:    რომან შამათავა

 

romaa.jpg 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?