საზმაუს ბორდის წევრები და ჟურნალისტები ეთერიდან ანტისახელმწიფოებრივი საარჩევნო რეკლამის ამოღებას ითხოვენ

Image

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, "მედიის განვითარების ფონდის" თანადამფუძნებელი ქეთი მსხილაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ბლოკ "ცენტრისტების" წინასაარჩევნო რეკლამის საზმაუს ეთერში გაშვება "ქვეყნის ღალატის ტოლფასია". საეთერო ბადიდან რეკლამის ამოღებას ითხოვენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებიც.

 

"ახლა შევიტყვე, რომ საზმაუს ეთერით ბედუკაძე-ხაჩიშვილის პოლიტიკური რეკლამა გადის, რომელშიც ხალხს რუსულ სამხედრო ბაზებს და პენსიას ჰპირდებიან. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი ვაცხადებ, რომ ამ რეკლამის გაშვება არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი. ამის გასაღება "მედია-პლურალიზმით" და "საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესების ასახვით" არ გამოვა.

 

როგორც მახსოვს, კანონით უფასო რეკლამა ეკუთვნის კვალიფიციურ სუბიექტებს. მე არ ვიცი, ეს პარტია კვალიფიციური სუბიექტია თუ არა. საბჭოს ყველა წევრს და მენეჯმენტს უკვე მივწერე, გაარკვიონ ეს საკითხი. თუმცა, უფასო რეკლამა კანონით რომც ეკუთვნოდეს, ჩემი პოზიციაა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გაუშვას ასეთი რეკლამა, საჯაროდ განაცხადოს არგაშვების მიზეზი და თუ კანონის დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრება, გადაიხადოს ეს ჯარიმა", - წერს ქეთი მსხილაძე. 

 

"მე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ველოდები ახსნა-განმარტებას მაუწყებლისგან რატომ გადის ეს ამაზრზენი კლიპი ეთერში, შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება და რა შეიძლება გაკეთდეს რომ ეს კლიპი აღარ ვიხილოთ ეკრანზე", - წერს ვიკა ბუკია. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამ რეკლამის გაშვება რუსულ პროპაგანდად მიაჩნია და მას პროტესტს უცხადებს ასევე ლაშა მესხიც

 

"საზოგადოებრივი მაუწყებელი - ჩემი სამსახური; საქართველო - ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ( ჩემები ).
პუტინი - აგრესორი და ოკუპანტი!

 

ჩემი, როგორც რიგითი ჟურნალისტის პოზიცია ასეთია: ჩემი სამსახური ჩემი სამშობლოს ( ჩემების) ფულით დაფინანსებული ორგანიზაცია არ უნდა იყოს (თუნდაც ირიბად) პუტინის პოლიტიკის გამტარი!

 

არ შეიძლება მოღალატეობრივი „უფასო პოლიტიკური რეკლამის“ გაშვება! ა რ   შ ე ი ძ ლ ე ბ ა!
არსებობს კანონები, საარჩევნო ვალდებულებები, მაგრამ ამაზე წინ ყოველთვის დგას ეროვნული ღირსება და სახელმწიფოებრივი პრინციპი!

 

უარი რუსულ ტანკებს და პუტინს ჩემი სამსახურის ეთერში!", - წერს ის. 

 

ამავე საკითხს ეხმიანება ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილიც:

 

 

"საჯაროდაც უნდა დავწერო ის აზრი, რასაც საზ.მაუწყებლის თანამშრომლებს ვუზიარებ და თავად თანამშრომელთა ნაწილიც ამავე აზრისაა:

 

შულავერის ახალი კომიტეტის, ანუ ლადო ხაჩიშვილ ორჯონიკიძეების პარტიის სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა აუცილებელია ნებისმიერ ფასად.

 

საქმე ისაა, რომ კანონის თანახმად, საზ.მაუწყებელს არ აქვს კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა საარჩევნო რგოლების შინაარსის კონტროლის და მით უფრო, დაბლოკვის უფლება, ამდენად, ფორმალურად, ვიმეორებ, ფორმალურად, ყველაფერი წესრიგშია - დემოკრატიაა, თან გასაოცარი!

 

მაგრამ, კანონზე მაღლა დგას ზე-კანონი, ანუ - ჩვენ (როგორც ეს ქეთი სადღობელაშვილმა შეგვახსენა ერთგან) უპირველესად, ვართ ამ ქვეყნის მოაქალაქეები და მხოლოდ შემდგომ ქაღალდზე დატანილი კანონის აღმარულებელ-შემსრულებლები, ანუ, კანონმორჩილები... შესაბამისად, ჩვენი ვალია, ამ ორჯონიკიძეების სარეკლამო რგოლის ჩახსნა... უხეში, უაპელაციო ჩახსნა.

 

ბედუკაძე, ხაჩიშვილი და სხვები იჩივლებენ. პროცესს წავაგებთ, გადავიხდით ჯარიმას... მაგრამ რგოლი ეთერში არ იქნება.

 

ეს ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრია - საზ.მაუწყებლის ბევრი თანამშრომელი ამავე აზრისაა...
ჰოდა, დეპუტატებო - კანონებს რომ წერთ და იღებთ, ოდესმე მაინც შეცვალეთ საზ.მაუწყებელთან დაკავშირებული კანონები... ზოგადად მაუწყებლობასთან დაკავშირებული კანონებიც ზედ მიაყოლეთ.

 

ცესკო-ვ - გვიპასუხე - რატომ გაატარე რეგისტრაციაში სულძაღლი სერგო ორჯონიკიძის მემკვიდრეთა პარტია...

 

სასამართლოვ - შენ გვიპასუხე, რატომ არ მოხსენი ეს პარტია რეგისტრაციიდან?

 

ხოლო ჩვენ კი ჩვენი უნდა გავაკეთოთ!

 

ბედუკაძის რგოლი უხეშად უნდა ჩავჭრათ-ჩავხსნათ ეთერიდან.

 

ესაა და ეს!", - წერს ის.

 

"ცენტრისტები" საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული პოლიტიკური ბლოკია, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს. ბლოკის ლიდერები ე.წ. "ციხის კადრების" ავტორი ვლადიმირ ბედუკაძე და შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი არიან. 

 

ვიდეოპორტალ "იუთუბის" "ცენტრისტების" გვერდზე სამი სხვადასხვა საარჩევნო რგოლია ატვირთული. ერთერთი ვიდეორგოლი, სადაც ისინი მოსახლეობას რუსულ პენსიას (400 ლარს), რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში დაკანონებასა და ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდებიან, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 13 აგვისტოს, უფასო პოლიტიკური რეკლამის ნიშნით გავიდა. 

 

წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის (როგორც ფასიანის, ასევე უფასოს) განთავსებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში არეგულირებს საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ" და "საარჩევნო კოდექსი". რაც შეეხება კანონს "რეკლამის შესახებ", ის არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე. შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხს აგებს არა ლიცენზიის მფლობელი მაუწყებელი, სადაც გადის აღნიშნული რეკლამა, არამედ რეკლამის დამკვეთი. 

 

ამასთან, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით: "საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?