ივანიშვილი "ერისიონის" კონცერტზე: "პოლიტიკა არა! გავერთოთ და დავისვენოთ!.."(ვიდეო)

Image

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 13 აგვისტოს შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე" ანსამბლ "ერისიონის" კონცერტს დაესწრო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებს არ უპასუხებს. 

 

მან "ერისონის" შექმნის წინაისტორია გაიხსენა, როცა "ქართული ხმების" წარმომადგენელს იდეა მიაწოდა, ქართული ცეკვა და სიმღერა ერთად წარმოედგინათ საფრანგეთში. 

 

ივანიშვილის თქმით, მაშინ მისმა მეგობარმა "ქართული ხმებიდან" რობერტ გოგოლაშვილმა უპასუხა, რომ ქართული სიმღერა და ცეკვა განსხვავებული, ცალ-ცალკე ფენომენია და მათი შერწყმა არ იყო საჭირო:

 

"ამ ამბიდან ორი-სამი წელიც არ იყო გასული, რომ ფრანგებმა შესთავაზეს "ერისიონს"... ძალიან მიყვარს "ერისიონი", ალბათ, თქვენც ტკბებით და მოგწონთ ძალიან", - უთხრა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს, ხოლო ერთ-ერთი ჟურნალისტის მცდელობაზე, შეკითხვა დაესვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, განაცხადა: "პოლიტიკა არა! პოლიტიკა არა! მე მგონი, გავერთოთ და დავისვენოთ..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?