"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით
იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები უკვე ერთი
საათია მიმდინარეობს.
უმრავლესობის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი, დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და
ზვიად ძიძიგური. უმცირესების მხრიდან კი მას მხოლოდ პავლე კუბლაშვილია
მისული. შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა
აქცენტი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ექვსი წევრის არჩევის საკითხზე,
რომელსაც პარლამენტი ირჩევს და აღნიშნა, რომ პარლამეტის რეგლამენტით
დადგინდება, თუ როგორი წესით მიიღებს პარლამეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ამ წესზე, მხარეები პოზიციის შეჯერებას დღევანდელ შეხვედრაზე შეეცდებიან.
შეხდვერაზე პარლამენტის მხრიდან ასარჩევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს
წარმომადგენელზე გაამახვილა ყურადღება პავლე კუბლაშვილმაც, რომელიც კვლავ
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე აპელირებს.
კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის
საბჭოში ექვსი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი აირჩეს ან მაღალი
ქვორუმით, ან დადგინდეს ქვოტები, რათა აღნიშნულ დანიშვნაში უმცირესობასაც
მიეცეს მონაწილეობის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ასევე არსებობს კითხვის
ნიშნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების
ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს მიღებული.
პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ის, სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა
აცნობა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ხვალიდან ძალაში იქნება და პრეზიდენტს აღარ
ექნება არასწორი მექანიზმის გამოყენების ცდუნება. ხელისუფლება უფრო მშვიდ
ვითარებაში შეძლებს მუშაობას და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში
არჩევნების გარეშე ვერავინ ვეღარასდროს შეძლებს შეცვალოს მთავრობა, რომელსაც
ხალხის ნდობა აქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტისპირველივიცე-სპიკერიმანანაკობახიძეაცხადებს, რომ "საერთოსასამართლოების" შესახებსაკანონმდებლოპაკეტსპარლამენტიმაინცმიიღებს , ხოლოპრეზიდენტისმხრიდანკანონზევეტოსდადებისშემთხვევაში, ვეტოსდაძლევენ.
როგორცმანანაკობახიძემ "პირველრადიოში" გამართულპრესკონფერენციაზეგანაცხადა, მიხეილსააკაშვილსუჭირსდათმოსსასამართლოხელისუფლებისკონტროლი. მისივეშეფასებით, სასამართლობოლო 9 წლისგანმავლობაში "ნაციონალურიმოძრაობის" ხელისუფლებისდიქტატისქვეშიყო.
კობახიძეგანმარტავს, რომაღნიშნულისაკანონმდებლოპაკეტისსაბოლოომოსმენითდამტკიცებისპროცესის 1 კვირითგადაწევაპრობლემასარშექმნის. მისითქმით, დღევანდელირიგგარეშესხდომაიმწესრიგითჩატარდება, რომელიცპრეზიდენტმასაკუთარიგანკარგულებითგანსაზღვრა, ხოლო "საერთოსასამართლოებისშესახებ" აკანონმდებლოპაკეტსპარლამენტიმესამემოსმენით 3 აპრილისსდომაზედაუბრუნდებადადაამტკიცებსმას.
მანანაკობახიძისგანცხადებით, აღნიშნულისაკანონმდებლოპაკეტიმნიშვნელოვანიაიმთვალსაზრისით, რომაუმჯობესებსსასამართლოხელისუფლებისმდგომარეობას. უზრუნველყოფსმისდამოუკიდებლობასდაპოლიტიკურიგავლენისაგანგათავისუფლებას. მისივეთქმით, პაკეტისმეორემოსმენითმიღებისასმმართველმაგუნდმაგაითვალისწინავენეციისკომისიისრეკომენდაციებისდიდინაწილი, თუმცააქვეკობახიძემდასძინა, რომვენეციისკომისიისდასკვნისსიტყვასიტყვითგადმოტანავერმოხდებოდა, რადგანქართულირეალობაგანსხვავებუილაიმვითარებისგან, რაცსხვაგანვითარებულქვეყნებშიარსებობს.
"ჩვენსმიერმომზადებულისაკანონმდებლოპაკეტიემსახურებასასამართლოხელისუფლებისგაძლიერებასდამისიდამოუკიდებლობისუზრუნველყოფას, თუმცავერვიტყვი, რომესსრულადიქნებაშესრულებული. ვერვიტყვიიმას, რომკოტეკუბლაშვილი, რომელიცსასამართლოსხელმძღვანელობს, "ნაციონალურიმოძრაობის" გავლენისაგანგათავისუფლდება. თუმცა, დრომოიტანსიმას, რომთავისუფალისასამართლოსუფლებასაქართველოშისრულადიქნებადაცული", - აღნიშნამანანაკობახიძემ.
გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო. პრემიერი ორ უბანში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. "მემგონი თქვენც კარგად ამჩნევთ, რომ არ არის დაცული ტექნოლოგიები. არც ერთი ხე არ არის მოტეხილი, არც ერთი ხე არ არის მოთხრილი. ძიერი ქარის შემთხვევაში, კარგად იცით ბუნება როგორ ზიანდება. აქ ყველაფერი გასაგებია. არ უნდა იყო სპეციალისტი, ისედაც გასაგებია, რომ არ გააკეთეს სწორად და შედეგიც მივიღეთ", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, სახურავების დაზიანების მიუხედავად, კარგია რომ არავინ დაშავებულა. ივანიშვილის განცხადებით, ყველაფერი სწორად, ტექნოლოგიების სრული დაცვით უნდა გაკეთდეს. "სპეციალისტებმა უნდა იანგარიშონ და არა ერთმა კაცმა. ყველაფერი უნდა გააკეთოს სპეციალისტმა და მათზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს. შედეგად აღარ მივიღებთ ასეთ შედეგებს. აბა ვნახოთ მომავალში, ვნახოთ თუ მოვახერხებთ ჩვენ განსხვავებულად ავაშენოთ საქართველო", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ისინი ზარალის აღდგენისთვის დროს არ დაკარგავენ. გორში, ძლიერი ქარის შედეგად დაახლოებით 80-მდე სახლია დაზიანებული.
საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრის შესახებ პირველი komentari საქართველოს პრეზიდენtma gaakeTa:"მე ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ქართული დემოკრატიისთვის და ქართული პოლიტიკიური სივრცისთვის. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს დაამტკიცა, რომ არასდროს დავნებდებით შანტაჟს. მმართველი ძალა თავისი პროკურორებით, თავისი ახალი ფორმირებებით, მათ შორის ქუჩის ხულიგნებით, თვეების განმავლონაში ცდილობდა ჩვენი პარლამენტარების დაშანტაჟებას. შეთავაზება ყოველთვის ერთი იყო: მიეცით ცვლილებებს ხმა უმრავლესობასთან ერთად და თქვენი პრობლემები მოგვარდება"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო არ არის რუსეთი და საქართველოში სხვა მეთოდები მოქმედებს”
ასოცდათხუთმეტი არც ერთის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი იყო. საკითხის გასატანად უმრავლესობას შვიდი ხმა ჰყოფნიდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დარბაზში მყოფი უმცირესობის 42-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული მთავრობა გააგრძელებს.
ასევე ძალაში რჩება ნორმები, რომლითაც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის დათხოვნა ეკრძალება პირველი ექვსი თვის და საკუთარი უფლების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
უმცირესობამ საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრის წინ სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარება პრინციპულ საკითხად დააყენა. უმრავლესობა ამის საჭიროებას ვერ ხედავდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარემ დახურული კონსულტაციები უმცირესობასთან რამდენჯერმე გამართა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საკითხი სარეიტინგო კენჭისყრაზე დააყენა.
"ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენი ფრაქცია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებას არასდროს ვეწინააღმდეგებოდით, რადგან მიგვაჩნია, რომ არც პრეზიდენტის მხრიდან არსებობდა მისი უფლებამოსილების გამოყენების შანსი და არც ამის სიტუაცია იქნებოდა. ამ მთავრობის გაშვებას მე არ ვაპირებდი და არ ვაპირებ. ამ მთავრობას როცა დრო მოუვა, გაუშვებს ქართველი ხალხი. აქედან გამომდინარე, მე მგონი, ძალიან ნათელი შეთავაზებაა. ტაბლოზე დაფიქსირდეს, რომ მათ აქვთ იმდენი ხმა, რამდენიც აქვთ, რომ ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს "ნაციონალური მოძრაობა. ყველამ მომიტევეთ, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მომენტია მომავლისთვის. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" შეუვსებს იმდენ ხმას, რამდენიც მათ აკლიათ. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მათ აკლიათ 6-7 ხმა. ეს არის ზუსტად ის ზღვარი, რომლის იქეთაც ვერ წავიდნენ, მიუხედავად ზეწოლის ყველა მეთოდის გამოყენებისა,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშილის თქმით, თუ მთავრობას უნდა საკონსტიტუციო ცვლილების გატანა, ჩვენს წინადადებას ორი ხელით უნდა დათანხმდეს. "ცვლილებების გატანაში მხარს დაგიჭერთ - თქვენ მოგებული დარჩებით, ქვეყანა რას მოიგებს, არ ვიცი, მაგრამ იმას მაინც მოიგებს, რომ დესტაბილიზაციის თუნდაც წარმოსახვითი მუქარა გაქრება და "ნაციონალური მოძრაობაც" დაამტკიცებს, რომ ეს არის ერთიანი, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ღირსეულად ასრულებს ოპოზიციის როლს. ზედმეტ გაჯიუტებას, მოვუწოდებ უმრავლესობის წევრებს, ისეთივე კონსტრუქციულები იყვნენ, როგორც ოპოზიცია. ჩვენ არ გვინდა, ხელისშემშლელად გამოვჩნდეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განმარტებით, ცვლილებებისთვის საჭირო ხმების შეგროვების მიზნით ხელისუფლება უმცირესობის წევრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ფულზე ყველაფერი არ იყიდება და ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმციერსობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გუშინ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას უმცირესობის დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმოქმედებს ერთობლივად გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე უმცირესობას პოზიცია შეჯერებული აქვს და ამ პროცესში უმცირესობის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა. საკონსტიტუციო ცვლილებები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გუშინ პირველი მოსმენით განიხილეს, რომელსაც უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
სააპელაციო სასამართლოში დღეს, "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები საჩივარს შეიტანენ . ადვოკატები ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიესაჯათ.
ჭკადუას ინფორმაციით, საჩივარი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე იწერება, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში დნმ-ის პასუხის დამალვას პროკურატურის მხრიდან, ასევე, მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებს.
გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ 2013 წლის იანვარში განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარია საქმეში ამერიკაში ჩატარებული დნმ-ს დასკვნის გაუთვალისწინებლობაზე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცდება, როცა აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.
"მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, იმიტომ, რომ ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას.
კუბლაშვილის განმარტებით, ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამოჩნდა.
"ეს ახლა უფრო კარგად ჩანს, როცა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად, ჩემგან და პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.