
პიატიგორსკში რუსეთის დიპლომატიური უწყებისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის დახმარებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „რეგიონალური უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“. კონფერენციაზე, ბრიუსელთან ვიდეოხიდის საშუალებით, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს ჯეიმს აპატურაის ჩაერთო და აღნიშნა, რომ რუსეთი და ნატო ურთიერთკავშირების გაძლიერებით არიან დაინტერსებულნი: “არსებობს საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ ვთანხმდებით, მაგალითად საქართველო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა. თუმცა, სინამდვილეში კეთდება იმაზე, მეტი ვიდრე გარედან სჩანს.“მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო აპირებს მეტი ყურადღების და ძალისმხევის მიმართვას კავკასიის მისამართით:“ამ რეგიონს შესაფერისი ყურადღება არ ეთმობა. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია, ჩვენ უნდა დავეხმაროთ რუსეთს და ამ რეგიონის მოსახლეობას - ჩვენ კავკასიას შესაფერისი ყურადღება უნდა დავუთმოთ,“-აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.