
ავღანეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაცის ცხედარი თბილისში დაახლოებით ღამის სამ საათზე ჩამოასვენეს.
ჩამოსვენების სამგლოვიარო ცერემონიალში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი,შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ,ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე,უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ბარამიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მონაწილეობდნენ.
სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს. ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები.