ევროპარლამენტარები: „თუ გაგრძელდება შერჩევითი სამართალი, ასოცირების ხელშეკრულება გაქრება“

Image

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დღეს კითხვებს დავით უსუფაშვილს ბრიუსელში უსვამდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოდიოდა.

 

შეკითხვები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საგარეო კურსსა და დაკავებული მაღალჩინოსნების საკითხს ეხებოდა. 

 

დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების ფაქტზე გაამახვილეს და იგი უკრაინის პრემიერმინისტრის დაკავების ფაქტს შეადარეს. ევროპარლამენტარებმა ისიც აღნიშნეს, რომ იულია ტიმოშენკო საპატიმროში ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მერაბიშვილი.

 

“როგორც ვიცით, პატიმრობაში ყოფილი პრემიერმინისტრი იმყოფება და ის ტელევიზორს ითხოვს. შეიძლება თუ არა პარალელი გავავლოთ ტიმოშენკოსთან, იმ განსხვავებით, რომ მას ციხეში უკეთესი პირობები აქვს?“;

 

„ საქართველოში მთავრობა შერჩევითი სამართლის გზას დაადგა, სახეზე გვაქვს მერაბიშვილის საქმე, რაც ცდება წითელ ხაზს, ვითარება გაურესებულია. თქვენი განცხადებები ევროპულ არჩევანზე სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა არაა დამაჯერებელი არსებულ ფონზე. საქართველოს მთავრობა და სასამართლო სიტემა არღევევს დემოკრატიულ სტანდარტებს: თუ თქვენ აპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერს, ამით ართმევთ ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლებას. თუ არ შეიცვლება შერჩევითი სამართალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოცირების შეთანხმება გაქრება. მე როგორც თანამომხსენებელი რეკომენდაციის მიცემას ვერ შევძლებ საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებაზე, თუ სიტუაცია ვილნიუსის სამიტამდე არ შეიცვალა,“-მიმართეს ევროპელმა დეპუტატებმა უსუფაშვილს.

 

პარლმანეტის თავმჯდომარეს დეპუტატთა პრეტენზიებზე საპასუხო გამოსვლა ჰქონდა:

 

,,ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი ქართველ ხალხს, რადგან ისინი იყვნენ მსხვერპლნი. თუ რჩევა ასეთია, რომ ვაპატიოთ, მოგვეცით მეორე რჩევაც, რას ნიშნავს სამართლიანობა.

 

მერაბიშვილი რვა წელი იყო შს მინისტრი, რამდნეიმე თვეა უკავია ,,ნაციონალური მოძრაობის“ გენმდვინის პოსტი.

 

ის იუსტიციის მინისტრთან, ადეიშვილთან ერთად წარმოადგენდა მთავარ მმართველ ძალას ქვეყნისას, თუ ვინმემ ამის შესახებ არ იცის. შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი დისკუსიიდან ერთი გაკვეთილი ვისწავლე: ეს არის შერჩევითი პოლტიკური სამართალი, ბატონმა დეპუტატმა ეს კარგად განმარტა, შერჩევითი პოლიტიკური სამართალი შესაძლოა, მარტო საქართველოში არ იყოს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ საქართველოშია, მე ვიღებ, გაკვეთილს და ვურჩევ ჩემს კოლეგებს რომ ის არასოდეს გამოიყენონ,“-უპასუხა უსუფაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !