
ვანო ჩხარტიშვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისა და ადვოკატების ბრალდებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იგი პატარკაციშვილის ოჯახის წინაშე სრულებით პირნათელია.
„ბრალდებები არის, რომელიც დაიწყო დღეიდან და დაიწყო ქალბატონმა ინა გუდავაძემ, სამწუხაროდ მას გამოუჩნდა სერიოზული წამქეზებლები და შესაბამისად ისინი ახერხებენ იმას, რასაც ახერხებენ. ჩვენ, ბუნებრივია, არ გვაქვს იმის მორალური უფლება, რაც აქვს ქალბატონ ინას, იმის გამო, რომ ის გახლავთ ქვრივი, ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ასეთი სახის PR-ს რომ ხელს არ მოვკიდებთ.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ პატარკაციშვილების ოჯახთან, ბატონი ბადრის საფლავთან, აბსოლუტურად პირნათელი ვართ და შესაბამისად, ამას უახლოეს პერიოდში, პირველ რიგში დაადგენს ბრიტანეთის სასამართლო, სადაც უკვე შეტანილი აქვთ სარჩელი,“, - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.