
"ის, რაც ახლა ხდება ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებისა და ვანო მერაბიშვილის ოჯახისთვის მდაბიო ფორმით ხელოვნური პრობლემების შექმნის მცდელობა",
ასე გამოეხმაურნენ საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი გაბაშვილი ვანო მერაბიშვილის პირადი ანგარიშების დაყადაღებას.
მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და განმარტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანი არა ტელევიზორის მოთხოვნით, არამედ პირადი ანგარიშების დაყადაღების გამო შიმშილობს:
დღესვე უმცირესობის წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად პარლამენტის თავმჯდომარეს ნებართვა სთხოვეს:
„გამოცხადდა, რომ ვანო მერაბიშვილის ამ ბარათში და ყველა მის უძრავ-მოძრავ ქონებას დაედო ყადაღა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა მისი ოჯახი, მისი მეგობრები მას დავეხმარებით და არ დავტოვებთ ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მსურს ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურია. მსურს დავადასტურო, რომ აქ მიდის ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე. როგორც ჩანს ეს ადამიანები არ ელოდნენ, რომ ჩვენ მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, ასე ერთად ვიქნებოდით“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
გოკა გაბაშვილის თქმით კი ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია:
„ვანო მერაბიშვილი არის ბიძინა ივანშვილის პირადი პატიმარი. აქ საქმე არ გვაქვს არავითარ სამართლებრივ საკითხთან, საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ დევნასთან და მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების სურვილთან, რაც არაერთხელ ღიად გამოთქმულა და არაერთხელ განუცხადებიათ როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს.
ბოლო პერიოდში ამან მიიღო პერსონალური, ძალიან მდაბიო და პატარა ადამიანებისთვის დამახასიათებელი, კინკლაობის ფორმა - საუბარია მისი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნაზე. საუბარია იმაზე, რომ ვანოს არ მიეცეს საშუალება ჰქონდეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ის არის მოქმედი გენერალური მდივანი მთავარი ოპოზიციური ძალის, ამის გასაპროტესტებლად მან დაწყო შიმშილობა და ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.