შსს: სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავებია აღმოჩენილი

Image

შსს-მ სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა, - ამის შესახებ შს სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

 

,,შს სამნისტროს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად სამეგრელოში აღმოჩენილია შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი სპეციალური კამუფლიაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია სპეცოპერაციებისათვის, მათ შორის დივერსიული საქმიანობის განხორციელებისთვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატები და სხვა ცეცხლსასროლი იარაღები, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბუტექსი და სხვა.

 

ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში.

 

ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვენლოვან ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის.

 

გარდა ამისა, სამალავებში აღმოჩენილია სამართალდამცავების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორიცელების, ცემის, დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეო ფირი, რომელთა შესწვლისათვის ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !