სერგეი გალეცკი: კანონი უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს

Image

უკრაინელი ბიზნესმენი და სოცქსელებში პოლიტიკურად აქტიური პირი სერგეი გალეცკი "ფეისბუქზე" წერს, რომ უკრაინის კანონი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სწორედ უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს და არა მიხეილ სააკაშვილმა ან იმ ხალხმა, ვინც ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა. 

 

სერგეი გალეცკი კანონიდან ამონარიდების საფუძველზე ცდილობს ეს მოსაზრება განამტკიცოს. ის წერს:

 

"უკრაინელი მესაზღვრეები ვალდებულნი იყვნენ: ა) მიეღოთ პასპორტი დადგენილ სარკმელში; ბ) ჩამოერთმიათ პასპორტი უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე; გ) გადაეცათ სააკაშვილისთვის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ის გაეცნო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას; დ) შეეშვათ ის უკრაინაში, რადგან მას 10 დღის ვადა ეძლევა, გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში; ე) შეეტყობინებინათ სააკაშვილის შესახებ მიგრაციის სამსახურში, რათა მას მიედევნებინა თვალი, არ დარღვეულიყო უკრაინაში სააკაშვილის ყოფნის კანონიერი ვადა. 

 

ამის ნაცვლად მესაზღვრეები ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის გაყვანას ნეიტრალური ზონის მიღმა და ფიზიკურად უშლიდნენ ხელს გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები, რითაც არღვევდნენ უკრაინის კონსტიტუციას. 

 

უკრაინის მოქალაქეები ვალდებული არიან აღკვეთონ სამართალდარღვევა (უკრაინის კანონი "სახელმწიფო საზღვრისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ"), რაც გააკეთეს კიდეც სააკაშვილის დასახვცედრად მისულებმა. 

და კიდევ ერთი: ჰქონდათ რა ინფორმაცია მონაკვეთის დანაღმვის შესახებ, ხელმძღვანელმა პირებმა არაფერი იღონეს ხალხის ევაკუაციისთვის. ესეც მუხლი: "დანაშაულებრივი უმოქმედობა, რასაც შესაძლოა, მოქალაქეთა მსხვერპლი მოჰყოლოდა" - წერს სერგეი გალეცკი. 

რედაქტორის რჩევით

"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

2017-11-10 23:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ...

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

2017-11-06 18:17
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი...

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2017-11-06 17:50
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი...

რუსულ ციხეში სიკვდილი მემუქრება-კადიევი

2017-11-03 14:42
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება....
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

ჩამოთვლილთაგან, რომელია თქვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.2176
0.0000
100
RUB
 - 
4.5750
0.0000
1
USD
 - 
2.7268
0.0000

გუშინ:

ჰიტები:925 უნიკალური:728

მიმდინარე:

ჰიტები:1497 უნიკალური:1245