აშშ-ის კონგრესის კომიტეტის განცხადების სრული ტექსტი

Image

აშშ-ის კონგრესის განცხადებაში საქართველოს მიმართ კრიტიკული ტონი გაჩნდა. კონგრესის კომიტეტის განცხადების ტექსტში, რომელშიც შესწორებები კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა შეიტანა, განხილვის საგნად უკვე იქცა.

საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ განცხადების ტექსტი საგანგაშოა, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ტექსტის შესაცვლელად მთავრობას ერთთვიანი პერიოდი აქვს და იმედოვნებს, რომ განცხადებას ამ ფორმით არ მიიღებენ.

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტის ქართულ თარგამნს:

 

ა) კონგრესის დასკვნა – კონგრესმა დაადგინა შემდეგი:

 

1. საქართველო არის ძალზე ღირებული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც მუდმივად ახდენს ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისადმი ერთგულების დემონსტრირებას, მათ შორის, ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობით ავღანეთში ნატო-ს მეთაურობით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებისა და ერაყში მულტიეროვნული ძალების მიერ წარმოებულ ოპერაციებში.

 

2. საქართველოში, 2012 წლის ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება წარმოადგენს მთავარ მიღწევას ქართველი ხალხის მიერ თავისუფალი საზოგადოებისა და სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.

 

3. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გაატარა მთელი რიგი ზომები ყოფილი თანამდებობის პირებისა და ამჟამინდელი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზნებით იყო მოტივირებული.

 

4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ყოფილი ხელისუფლების 100-ზე მეტ თანამდებობის პირს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინა.

 

5. სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს პოლიტიკური ოპოზიციის წევრებს, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს.

 

6. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით პრობლემატურია, თუკი გავითვალისწინებთ ამ ნაბიჯის უარყოფით გავლენას პოლიტიკურ თავისუფლებაზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

 

7. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ზომები მიიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და თავდამსხმელთა დასასჯელად.

 

8. ამგვარი ნაბიჯები კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის სწრაფვას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნისკენ, რომელშიც ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

 

ბ) კონგრესის განცხადება –

 

კონგრესი აცხადებს, რომ:

 

1. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს ქართველი ხალხის მიერ საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას.

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გატარებულ ზომებს, რომლებიც გარკვეულწილად პოლიტიკური მოსაზრებებით არის მოტივირებული, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში უფრო ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პროგრესზე.

 

3. აშშ-ის პოზიცია არ უნდა იყოს ორაზროვანი, როდესაც მნიშვნელოვან მოკავშირე სახელმწიფოში დემოკრატიის კუთხით ნაბიჯის უკან გადადგმა ხდება – პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაცემის შემდგომ.

 

4. ამერიკელი ხალხი და კონგრესის წევრები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ და სამძიმარს უცხადებენ ქართველ ხალხს, ავღანეთში აშშ-ისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაწევის დროს, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად, 2013 წლის 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურისა და 2013 წლის 13 მაისს კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !