ერაყელმა ქურთებმა რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე თავიანთი ბენზინმზიდები ამოიცნეს

Image

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბენზინმზიდების ფოტოები, რომლებიც უწყებამ თურქეთისა და ISIS-ის კავშირების დამადასტურებელ ფაქტებად დაასახელა, სინამდვილეში, ერაყელი ქურთების კუთვნილი აღმოჩნდა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“  კავშირი არა აქვს.

 

ამის შესახებ ერაყის ქურთისტანის პარლამენტის ენერგეტიკული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შერკო ჯავდატმა განაცხადა. მან განმარტა, რომ ბენზინმზიდებს, რომელთა ფოტოები რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა, ნავთობი ერაყის ქურთისტანიდან თურქულ ტერმინალში, ჯეიჰანში მიაქვთ:

 

„ჩვენმა ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ასობით ბენზინმზიდს ნავთობი ქურთისტანიდან თურქეთში გადააქვს. ამაში საიდუმლო არაფერია“, - დაამატა მან.

 

ჯავდატის განცხადებით, ის მტკიცებულებები, რაც რუსეთმა წარმოადგინა, არასწორი წყაროდანაა მიღებული. მისივე თქმით, ქურთი მოხალისეები სწორედ ის მთავარი ძალაა, რომლებიც თავდაუზოგავად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე, მისი თქმით, რუსული სანავთობო კომპანიები აქტიურად მუშაობენ ქურთისტანში:

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ხელახლა შეისწავლის ინფორმაციას ამ საკითხთან (ISIS-თან თურქეთის ვაჭრობის) დაკავშირებით“, - აცხადებს ჯავდატი.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !